სიახლე

ირანმა მეორე ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო

მედიაცენტრი

ირანმა მეორე ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ირანმა F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შემდეგ კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი, A-10 Thunderbolt-ი ჩამოაგდო. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმფრინავი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი F-15-ის ეკიპაჟის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც მას ირანმა ცეცხლი გაუხსნა. დაზიანებულმა A-10-მა ქუვეითის საჰაერო სივრცეში შესვლა შეძლო, რის შემდეგაც პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ხოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. პილოტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. The post ირანმა მეორე ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი