სიახლე
უკრაინაში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 16 წლისაა
მედიაცენტრი
რუსეთის თავდასხმებს უკრაინულ ქალაქებში კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კრამატორსკიზე იერიში ოთხი მართვადი ბომბით მიიტანეს. დაღუპულთაგან ერთი 16 წლის მოზარდია. მძიმედ არის დაჭრილი რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც. ამ დრომდე მძიმე ვითარებაა უკრაინის კიდევ ერთ ქალაქში – სუმში. ამ შემთხვევაში რუსებმა იერიშისთვის დრონები გამოიყენეს. უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების გამო, შვიდი ადამიანია დაშავებული. The post უკრაინაში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 16 წლისაა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.