“მოქალაქემ ბზის 1000 ერთეული ტოტი უკანონოდ მოიპოვა”- კონტროლი მკაცრდება
ქალაქ ტყიბულში, მოქალაქემ ბზის 1000 ერთეული ტოტი უკანონოდ მოიპოვა, სამართალდარღვევის აღმოჩენის შემდეგ კი მოპოვებული ბზა დაილუქა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ამკაცრებს კონტროლს. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის… The post “მოქალაქემ ბზის 1000 ერთეული ტოტი უკანონოდ მოიპოვა”- კონტროლი მკაცრდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →