“მიუსაფარი ცხოველების ხოცვას ვერ დააკანონებთ”- აქცია მთავრობის კანცელარიასთან
“მიუსაფარი ცხოველების ხოცვას ვერ დააკანონებთ” – ამ ლოზუნგით ცხოველთა უფლებადამცველები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. მიუსაფარი ცხოველების დამცველებ ითხოვენ „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. მათი თქმით, N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი. The post “მიუსაფარი ცხოველების ხოცვას ვერ დააკანონებთ”- აქცია მთავრობის კანცელარიასთან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →