სიახლე

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

MegaTV

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 111.5 დოლარია (+11.41%). საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი […]

პირველწყარო →

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.

პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 111.5 დოლარია (+11.41%).

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს

 

 

აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 10-დან 30-თეთრამდე გაძვირდა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე. (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 28 მარტის მონაცემებთან)

Gulf (გაიზარდა 16-დან 30-თეთრით)

 

  • G-Force სუპერი – 3.99 ლარი (3.83 ლარი);
  • G-Force პრემიუმი – 3.59 ლარი ( 3.43 ლარი იყო):
  • G-Force ევრო რეგულარი – 3.45 ლარი (3.29 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.27 ლარი იყო);
  • G-Force ევრო დიზელი – 3.97 ლარი (3.67 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 3.87 ლარი ( 3.57 ლარი იყო).

Wissol (გაიზარდა 16-დან 20-თეთრამდე)

 

  • ეკო სუპერი – 3.98 ლარი (3.82 ლარი იყო);
  • ეკო პრემიუმი – 3.58 ლარი (3.42 ლარი იყო);
  • ეკო დიზელი – 3.92 ლარი (3.72 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 3.87 ლარი (3.67 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.27 ლარი იყო).

Socar (გაიზარდა 10-დან 15-თეთრამდე)

 

  • ნანო სუპერი – 3.82 ლარი (3.72 ლარი იყო);
  • ნანო პრემიუმი – 3.50 ლარი (3.40 ლარი იყო);
  • ნანო ევრო რეგულარი – 3.34 ლარი (3.24 ლარი იყო);
  • ევრო 5 დიზელი – 3.65 ლარი (3.50 ლარი იყო);
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 3.75 ლარი (3.60 ლარი იყო).

Rompetrol (გაიზარდა 10-დან 20-თეთრამდე)

 

  • Efix სუპერი – 2.92 ლარი (3.80 ლარი იყო);
  • Efix ევრო პრემიუმი – 3.53 ლარი (3.43 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 3.39 ლარი (3.27 ლარი იყო);
  • Efix ევრო დიზელი – 3.85 ლარი (3.65 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 3.80 ლარი (3.60 ლარი იყო).

Portal (გაიზარდა 10-დან 20-თეთრამდე)

 

  • სუპერი – 3.34 ლარი (3.24 ლარი იყო);
  • პრემიუმი – 3.19 ლარი (3.09 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 2.99 ლარი (2.89 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 3.89 ლარი (3.69 ლარი იყო);
  • ეფექტური დიზელი – 3.69 ლარი (3.49 ლარი იყო).

bpn


მსგავსი