სააგენტო "პარალელი"
“როგორი უძიროა და მავნე ეს წმინდა კრეტინიზმი!..” – ლაშა ბუღაძე
4 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ ცალკეულ შეძახილებთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:
“ცხოველთა გადარჩენის აქციაზე აქა-იქ ბრიყვების შეძახილებიც გასმულა: პოლიტიკოსებთან ერთად არ დავდგებითო… პოლიტიკოსებთანაც არა, ზოგადად ოპოზიციურად განწყობილ ხალხთანაცო…
როგორი უძიროა და მავნე ეს წმინდა კრეტინიზმი!.. მე კი სახელობით რომ ვიცნობ ისეთებს, ახლა ყოველდღე რომ დგანან ქუჩაში და ლამისაა არცერთ საპროტესტო აქციას არ აცდენენ, მაგრამ სამიოდე წლის წინ, ან თუნდაც შარშან, ამათნაირადვე იბზუებდნენ ცხვირს: ნუ მოდიან პოლიტიკოსებიო… და ახლა უკვე მხოლოდ ამასღა რომ ითხოვენ ქოცობისგან გაავებულები – პოლიტიკოსებმა იაქტიურონო…
ჰო, “დღევანდელ” იდიოტებსაც გაეხსნებათ ოდესმე გონება, მაგრამ რამხელა დრო იკარგება ამათთნაირების ტვინების ამოძრავებაზე!..
სად არ დადგებით, ვისთან ერთად არ დადგებით, შეუგნებლებო?!.. თავზე გაზით ბოროტების კიბო და აწმყოს, მომავალს და სიცოცხლეს გიჭამთ!..
ვიტყოდი – ღირსები ხართ-მეთქი, მაგრამ ერთი ქვეყანაა, მისჯილი გვაქვს ერთად ცხოვრება და თქვენი უბედურება ჩემი უბედურებაც არის, მოგიწევთ “ერთად დგომა”!.. უფრო გამოცდილებს ჰკითხეთ, თუკი არ გჯერათ!” – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.
“როგორი უძიროა და მავნე ეს წმინდა კრეტინიზმი!..” – ლაშა ბუღაძე
პარალელი