სააგენტო "პარალელი"
“ძალიან უნდათ ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, ე.წ. “ორი პატრიარქის” გეგმის რეანიმაცია” – ზაალ ანჯაფარიძე
მედიასაშუალებებში დაწყებულ მსჯელობებს, ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“ავ ძაღლს რომ საბელიდან აუშვებს პატრონი და ვინმეს მიუქსევს ბრძანებით “ფას!”, ზუსტად ასე აუშვეს ოპოზიციური მედია, ოპო-ექსპერტები (უცბად რომ თეოლოგები გახდნენ) და ნაფტალინიდან ამოღებული ანტიეკლესიური “პოლიტიკოსები”, რომ რაც შეიძლება მეტად შეურაცხყონ ეკლესია, ახალი პატრიარქის არჩევა და ზოგადად ყოველივე ეკლესიური.
ძალიან უნდათ ამ საკითხზე ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, ე.წ. “ორი პატრიარქის” გეგმის რეანიმაცია.
რაც ყველაზე პარადოქსულია, პლურალიზმის და გამოხატვის თავისუფლების დოგმებით შებოჭილი საზოგადოება იძულებულია ამას მშვიდად შეხედოს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.
“ძალიან უნდათ ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, ე.წ. “ორი პატრიარქის” გეგმის რეანიმაცია” – ზაალ ანჯაფარიძე
პარალელი