სიახლე

“ბაქოში სიკვდილი ელოდება“- აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვზე

მედიაცენტრი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მის კოლეგას აფგან სადიგოვს, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოდან გააძევეს, ბაქოში „სიკვდილი ელოდება“. „გურჯი კოლეგებს, საქართველოს დემოკრატიულ ძალებსა და იმ მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვთან ერთად თავისუფლების მოედანზე მხარდამხარ იბრძოდნენ ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ, ვთხოვ აფგან სადიგოვის დაცვას. წინასწარ იყო შემუშავებული ეშმაკური გეგმა. აფგან სადიგოვის პასპორტი დეაქტივირებულია, რათა მან მესამე ქვეყანაში გადასვლა ვერ შეძლოს. ბაქოში მას სიკვდილი ელოდება. ივანიშვილის მთავრობამ და თბილისის სასამართლოს ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს“, – წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში. The post “ბაქოში სიკვდილი ელოდება“- აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი