“საფუძვლიანად ხდება ყველა დეტალის გათვალისწინება”- მამა გიორგი ზვიადაძე პატრიარქის არჩევნებზე
პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ სინოდის მიერ „საფუძვლიანად ხდება“ ყველა დეტალის გათვალისწინება, რომ გაფართოებული კრება, სადაც პატრიარქი უნდა აირჩიონ, ღირსეულად ჩატარდეს. „ძალიან კვალიფიციურად უდგება, რა თქმა უნდა, წმინდა სინოდი. ითვალისწინებს ყველაფერს, პროცედურებთან დაკავშირებით. ძალიან საფუძვლიანად ხდება ყოველი დეტალის გათვალისწინება, რომ, რა თქმა უნდა, ღირსეულად ჩატარდეს გაფართოებული კრება”, – განაცხადა დეკანოზმა. მისივე თქმით, წმინდა სინოდი ერთიანია. „რაც მე განსაკუთრებული პატივისცემით მინდა, აღვნიშნო, წმინდა სინოდის მიერ შენარჩუნებულია ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, ის საეკლესიო კანონმდებლობაზე, საეკლესიო კანონიკურ წესზე დამყარებული მიდგომა საკითხებისადმი, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს ყოველთვის , რომ ყველაფერი გადაწყდეს ერთობით სულის ურთიერთპატივისცემით და… The post “საფუძვლიანად ხდება ყველა დეტალის გათვალისწინება”- მამა გიორგი ზვიადაძე პატრიარქის არჩევნებზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →