დრონებით შეტევის გამო რუსეთში ნავთობსადენი დაზიანდა, ნავთობის ობიექტებზე კი ხანძარი გაჩნდა
უკრაინული დრონების შეტევის შედეგად, რუსეთის პრიმორსკის ნავსადგურში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ლენინგრადის ოლქზე იერიში 5 აპრილს ღამით განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. მათი თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ორი ობიექტი, სადაც ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა ნოვოგორკოვსკის თბოელექტროსადგური, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილს ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 87 უკრაინული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ნიჟნი ნოვგოროდის, კურსკის, ორიოლის, ტამბოვის, პენზის, ულიანოვსკის, ტვერის, ლენინგრადის ოლქებში,… The post დრონებით შეტევის გამო რუსეთში ნავთობსადენი დაზიანდა, ნავთობის ობიექტებზე კი ხანძარი გაჩნდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →