“მოდით, უარი ვთქვათ კონფლიქტის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე”- პაპი ლეო
რომის პაპმა ლეო XIV-მ სააღდგომო ქადაგებისას მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა უარი თქვან კონფლიქტებზე და უპირატესობა მშვიდობას მიანიჭონ. „ამ სადღესასწაულო დღეს, მოდით, უარი ვთქვათ კონფლიქტის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე და ვევედროთ უფალს, რომ თავისი მშვიდობა მიანიჭოს ომებით განადგურებულ სამყაროს. დაე, მათ, ვისაც იარაღი აქვთ, დადონ ის. დაე, მათ, ვისაც ომის დაწყების ძალა აქვთ, მშვიდობა აირჩიონ. არა ძალით დაწესებული მშვიდობა, არამედ დიალოგის გზით. არა სხვებზე ბატონობის სურვილით, არამედ მათთან შეხვედრის სურვილით“,- განაცხადა რომის პაპმა. რომის პაპმა მიმართვის დროს გაიმეორა გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს ფრაზა „გულგრილობის გლობალიზაციის“ შესახებ და აღნიშნა, რომ ადამიანები ეჩვევიან ძალადობას, ეგუებიან… The post “მოდით, უარი ვთქვათ კონფლიქტის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე”- პაპი ლეო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →