სააგენტო "პარალელი"
“მალე “აპოლიტიკურების” და ბირთვული ქოცებისთვისაც კი სრულიად აუტანელი გახდება რეჟიმის უსაქციელობა” – ნინო ჯანგირაშვილი
4 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქციაზე, აქცენტით საკითხის აპოლიტიკურობაზე, პოლიტოკოსების მხარდაჭერის წინააღმდეგ გაკეთებულ ცალკეულ განცხადებებს მწვავე შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“მიუსაფარი ძაღლების მხარდამჭერ აქციაზე ზოგი შფოთავდა, საკითხის გაპოლიტიკურება არ გინდათო.
ანუ ძაღლებთან სასტიკი მოპყრობის გადაწყვეტილება პოლიტიკური არ გონიათ.
არა უშავს, მალე “აპოლიტიკურების” და ბირთვული ქოცებისთვისაც კი სრულიად აუტანელი გახდება რეჟიმის უსაქციელობა ყველა მიმართულებით და ბოლოს ამ ყველაფრის პოლიტიკასთან კავშირსაც რომ აღმოაჩენენ, იქ დამთავრდება რეჟიმი“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.
“მალე “აპოლიტიკურების” და ბირთვული ქოცებისთვისაც კი სრულიად აუტანელი გახდება რეჟიმის უსაქციელობა” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი