გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს
გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება სასჯელს, მისი განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს. ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით… The post გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →