“აღმოაჩინეს დიდი დამანგრეველი ძალის მქონე ფეთქებადი ნივთიერება”- ვუჩიჩი
“ორბანს ვაცნობე, რომ ჩვენმა დანაყოფებმა სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს” – წერს სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ის უნგრეთის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა. “ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან. მას გავაცანი ჩვენი სამხედრო-პოლიციური ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი შედეგები, რაც ეხება სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი კრიტიკული გაზის ინფრასტრუქტურის ხელყოფას. ჩვენმა დანაყოფებმა აღმოაჩინეს დიდი დამანგრეველი ძალის მქონე ფეთქებადი ნივთიერება და მისი გააქტიურებისთვის საჭირო მავთულები”- წერს სერბეთის პრეზიდენტი. The post “აღმოაჩინეს დიდი დამანგრეველი ძალის მქონე ფეთქებადი ნივთიერება”- ვუჩიჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →