აშშ-მა ირანთან ომის დროს შვიდი პილოტირებული თვითმფრინავი დაკარგა – მედია
შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სულ მცირე შვიდი პილოტირებული თვითმფრინავი დაკარგა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. უახლეს დანაკარგებს შორისაა F-15E Strike Eagle, რომელიც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 3 აპრილს ჩამოაგდო, და A-10 Thunderbolt II, რომელიც ჩამოგდებული F-15-დან ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დროს დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა. CNN-ის ცნობით, 2 მარტს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად ჩამოაგდო აშშ-ის სამი F-15 გამანადგურებელი. 12 მარტს ერაყში ჩამოვარდა KC-135 ტანკერი, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა. 27 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად განადგურდა ადრეული შეტყობინების თვითმფრინავი E-3 Sentry. The post აშშ-მა ირანთან ომის დროს შვიდი პილოტირებული თვითმფრინავი დაკარგა – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →