სააგენტო "პარალელი"
“ოპოზიცია გამოდის ზამთრის დეპრესიიდან, რაც კარგია. თარიღების დაკიდებაც გასაგებია” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას, ბიზნესს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აქტივობისკენ მოუწოდებს:
“ოპოზიცია გამოდის ზამთრის დეპრესიიდან, რაც კარგია. თარიღების დაკიდებაც გასაგებია, მაგრამ მთავარია ყოველდღე გავატაროთ პოლიტიკა, რაც ნიშნავს უსამართლობასთან ყოველდღიურად და არა კალენდარული გრაფიკით ბრძოლას.
ეს თავისთავად ნიშნავს, არა პოლიტიკურ მიმომხილველობას (ცუდები რომ არიან ყველამ გავიგეთ), არამედ მხილებას და შეტევას. აი ისე როგორც, ამას აკეთებს, მაგალითად იგივე ლაშა ფარულავა.
ასევე, ქოცებმა დაარღვიეს მთავარი შეთანხმება მცირე ბიზნესთან, “არ გეხებით, არ შეგვეხოთ“, ამიტომ სასტუმროების, რესტორნების, ავტოსერვისების, კერძო კლინიკების, გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელებმა აუცილებლად უნდა მონახონ პოლიტიკის დაფინანსების მაქსიმალურად უსაფრთხო ფორმები, მხოლოდ მთელი საზოგადოების კონსოლიდაციით დავამარცხებთ ამათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“ოპოზიცია გამოდის ზამთრის დეპრესიიდან, რაც კარგია. თარიღების დაკიდებაც გასაგებია” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი