სიახლე

ოზურგეთელი, ახალგაზრდა ფოტოგრაფი Kolga Tbilisi Photo-ს ფინალშია

GuriaNews

„ომის ჩუმი კვალი“„ – ასე ჰქვია ოზურგეთელი ფოტოგრაფის, გიორგი ბეშიტაშვილის ფოტოს, რომელიც საერთაშორისო კონკურის KOLGA TBILISI PHOTO-ს ფინალურ ეტაპზე მოხვდა. “მე მოყვარული ფოტოგრაფი ვარ. ჩემთვის ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ ჰობი – ეს არის სამყაროსთან კომუნიკაციის ენა, საშუალება, რომ ჩემი ხედვა და ემოცია ერთ კადრში მოვაქციო.“ – ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ახალგაზრდა ფოტოგრაფი, გიორგი ბეშიტაშვილი. […] The post ოზურგეთელი, ახალგაზრდა ფოტოგრაფი Kolga Tbilisi Photo-ს ფინალშია appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„ომის ჩუმი კვალი“„ – ასე ჰქვია ოზურგეთელი ფოტოგრაფის, გიორგი ბეშიტაშვილის ფოტოს, რომელიც საერთაშორისო კონკურის KOLGA TBILISI PHOTO-ს ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

“მე მოყვარული ფოტოგრაფი ვარ. ჩემთვის ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ ჰობი – ეს არის სამყაროსთან კომუნიკაციის ენა, საშუალება, რომ ჩემი ხედვა და ემოცია ერთ კადრში მოვაქციო.“ – ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ახალგაზრდა ფოტოგრაფი, გიორგი ბეშიტაშვილი.

გიორგი ბეშიტაშვილის ნამუშევარი მოხვდა ნომინაციაში „ერთი კადრი”.

“ვცდილობ, ყოველდღიურობაში დავინახო ის სიმბოლიზმი, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. წელს გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო ფოტოკონკურსში „ქოლგა“ (Kolga Tbilisi Photo). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პლატფორმა,სადაც პროფესიონალი და მოყვარული ავტორები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს. ჩემთვის უდიდესი მოულოდნელობა და ამავე დროს დიდი პატივი იყო იმის გაგება, რომ მოვხვდი კონკურსის შორთ-ლისტში. ასეულობით მონაწილეს შორის ჟიურიმ 29 საუკეთესო ავტორი შეარჩია და მათ შორის ჩემი ნამუშევარიცაა. ჩემი ფოტო წარდგენილია ნომინაციაში „ერთი კადრი“. ეს კატეგორია ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევაა, რადგან აქ არ გაქვს ფოტო-სერიის იმედი – მხოლოდ ერთი შანსი გაქვს, რომ მაყურებელს მთელი ამბავი მოუყვე. როცა შენი დაჭერილი ერთი წამი ასეთი მასშტაბის ფესტივალის ფინალისტებს შორის ხვდება, ხვდები, რომ შენმა ხედვამ სხვების გულებამდე მიაღწია. შორთ-ლისტში მოხვედრა, როგორც მოყვარულისთვის, უკვე ძალიან დიდი გამარჯვება და სტიმულია. ახლა, რა თქმა უნდა, ინტერესით ველოდები ფინალს. გამარჯვებულის ვინაობა 1 მაისს გახდება ცნობილი. თუმცა, შედეგის მიუხედავად, ეს აღიარება მაძლევს ძალას, რომ ფოტოგრაფიას კიდევ უფრო მეტი დრო და ენერგია დავუთმო.“ – გვითხრა გიორგი ბეშიტაშვილმა.

„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ფოტოგრაფს.

The post ოზურგეთელი, ახალგაზრდა ფოტოგრაფი Kolga Tbilisi Photo-ს ფინალშია appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი