ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულების გეგმა მიიღეს
ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს, – ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც „როიტერი“ წერს, ინფორმირებულმა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ გეგმა შესაძლოა, ორშაბათს ამოქმედდეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას. წყაროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დასრულების გეგმა პაკისტანმა შეიმუშავა და ის კონფლიქტის მოსაგვარებლად ორდონიან მიდგომას მოიცავს. მისივე თქმით, პაკისტანის არმიის მეთაური ასიმ მუნირი „მთელი ღამის განმავლობაში“ კონტაქტზე იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან. წინადადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაუყოვნებლივ ამოქმედდება, რაც ჰორმუზის… The post ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულების გეგმა მიიღეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →