ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლეს
ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი ორშაბათს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. გენერალ-მაიორ მაჯიდ ხადემის გარდაცვალებაში „რევოლუციურმა გვარდიამ“ აშშ და ისრაელი დაადანაშაულა. მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ სად მოკლეს ხადემი. თუმცა, ცნობილია, რომ ორშაბათს გამთენიისას ირანის დედაქალაქ თეირანის გარშემო მდებარე საცხოვრებელ უბნებზე რამდენიმე ავიაიერიში განხორციელდა. ხადემიმ ეს თანამდებობა გენერალ მოჰამედ ქაზემის შემდეგ დაიკავა, რომელიც ისრაელმა ივნისში, 12-დღიანი ომის დროს მოკლა. „რევოლუციური გვარდიის“ სადაზვერვო ორგანიზაცია ირანში უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს და მხოლოდ ქვეყნის უზენაეს ლიდერს ექვემდებარება. მას ხშირად უკავშირებენ დასავლეთის მოქალაქეების ან უცხოეთთან კავშირის მქონე პირების დაკავებას. მას ასევე… The post ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →