სიახლე

საქართველოში პური და ფქვილი გაძვირდა

MegaTV

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის პური 16%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. ამავე მონაცემების მიხედვით, წლიურად 13%-ითაა გაძვირებული ხორბლის ფქვილი. რაც შეეხება თვიურ ჭრილს, “საქსტატის” თანახმად, მარტში პურის ფასმა წინა თვესთან შედარებით 1.6%-ით მოიმატა, თითქმის 1%-ითაა მომატებული ფქვილის საფასური. ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მარტში, თებერვალთან […]

პირველწყარო →

ამავე მონაცემების მიხედვით, წლიურად 13%-ითაა გაძვირებული ხორბლის ფქვილი.

რაც შეეხება თვიურ ჭრილს, “საქსტატის” თანახმად, მარტში პურის ფასმა წინა თვესთან შედარებით 1.6%-ით მოიმატა, თითქმის 1%-ითაა მომატებული ფქვილის საფასური.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო ინფლაციას მაჩვენებელმა წლიურად 2.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე ეს მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

bpn.ge


მსგავსი