სიახლე

მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოვლინდა

რეგიონალური სიახლეები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-დან 31 მარტის პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 34 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას. 32 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა. ამასთან, დალუქულია 8 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო...

პირველწყარო →

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-დან 31 მარტის პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 34 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას.

32 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა. ამასთან, დალუქულია 8 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ამოღებულია 183 კუბურ მეტრზე მეტი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარა-ში – 49 ფაქტი. შემდეგ მოდის

სამეგრელო-ზემო სვანეთი (32),

იმერეთი (30),

კახეთი (29),

სამცხე-ჯავახეთი (11),

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (10),

ქვემო ქართლი (10),

შიდა ქართლი (7),

გურია (4) და

მცხეთა-მთიანეთი (3).

უწყებაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა და უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ, ხოლო ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 32 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2026 წლის მარტში დალუქულია 8 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია 183 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 49 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი – 32, იმერეთი – 30, კახეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 10, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 7, გურია – 4, მცხეთა-მთიანეთი – 3.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში ქვეყნის მასშტაბით უკვე გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 490 ფაქტი.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის მიზნით დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამასთან, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევების შემცირების ტენდენცია შეინიშნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


მსგავსი