სიახლე

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ტვ ოდიში

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში – ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე დაუპირისპირდნენ. სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და დაინტერესდა, შეხვდა თუ არა პუტინს. “პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ […] The post სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში – ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და დაინტერესდა, შეხვდა თუ არა პუტინს.

“პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა”- ისმის ჩანაწერში, რომელიც ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ. “დაეგდე მანდ!” – ისმის ჩანაწერში.

The post სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი