მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილ საირიგაციო წყლის ტარიფებსა და სუბსიდირების მექანიზმებთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე განხილული იქნა სემეკის მიერ დადგენილი სარწყავი წყლის ტარიფები, ახალი სუბსიდირების სქემა, ინფრასტრუქტურის მზაობა, წყლის რესურსების მართვა და რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა. შეხვედრაზე ხაზგასმული იყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა აგროსექტორის განვითარებისა და ფერმერთა ინტერესების დაცვისთვის.