სიახლე

“არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე

Tbilisi Times

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა YouTube გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ წარსულის ურთულეს მომენტებს იხსენებს. ეკა კუპატაძე ჰყვება, როგორ დაენგრა ოჯახი, დარჩა ორ შვილთან ერთად მარტო და როგორ მოუწია უმძიმესი პერიოდის საკუთარ მხრებზე გადატანა. „24 წლის გოგონა აღმოვჩნდი ორი პატარა შვილით მარტო, უცხო უბანში. დავრჩი მეუღლის გარეშე… 90 იანი წლებია, ურთულესი პერიოდი… წავედი მეუღლის სახლში, მე […] The post “არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე appeared first on TTimes.GE.

პირველწყარო →

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა YouTube გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ წარსულის ურთულეს მომენტებს იხსენებს.

ეკა კუპატაძე ჰყვება, როგორ დაენგრა ოჯახი, დარჩა ორ შვილთან ერთად მარტო და როგორ მოუწია უმძიმესი პერიოდის საკუთარ მხრებზე გადატანა.

„24 წლის გოგონა აღმოვჩნდი ორი პატარა შვილით მარტო, უცხო უბანში. დავრჩი მეუღლის გარეშე… 90 იანი წლებია, ურთულესი პერიოდი… წავედი მეუღლის სახლში, მე რომ ჩემი ეკონომიური გაჭირვება მეთქვა ჩემი მშობლებისთვის, იქ არ გამაჩერებდნენ არავითარ შემთხვევაში, თუმცაღა მეხმარებოდნენ ჩემი მშობლები, მაგრამ მაინც საკუთარ მხრებზე მომიწია ამ ყველაფრის გადატანა…

ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ, თერჯოლის რაიონში ვცხოვრობდი, სოფელ ძევრში. ვგიჟდები ძევრელებო თქვენზე, თქვენს ამაგს ვერასდროს ვერ გადავიხდი… მე ჩემი ქმარი გაგიჟებით მიყვარდა და ეს მიჭირდა, შიში მოვიდა… თითს ხედავთ? ჩემი წარსული რა სათქმელია, ჩემს აწმყოსთან და ჩემს მომავალთან რაც გველოდება, მაგრამ ეს თითი იცით ვინ მომტეხა? – ჩემი მეუღლის მეორე ცოლის დედამ. არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების მხარდაჭერით, თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება. შემდეგ, როდესაც ნიკუშა გადავიდა მეათე კლასში და ექიმობა უნდოდა, ამ პერიოდში მეც მოვძლიერდი, საკმაოდ ძლიერი ოჯახი მქონდა, შვილზე დისტანციური მზრუნველობა ცოტა მიუღებელი იყო ჩემთვის, თან ბიჭები და ამიტომ დავკეტე კარი, წამოვედი და ხელახლა დავიწყე ნულიდან ცხოვრება და ახლა ვიმეორებ გიგას სიტყვებს – თივის ზვინში ჩავარდნილი ნემსივით ვიყავით, ჩაგვყლაპა თბილისმა…“ – ამბობს ეკა კუპატაძე.

The post “არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე appeared first on TTimes.GE.


მსგავსი