“საბოლოო ვადა სამშაბათია”- ტრამპის ულტიმატუმი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად საბოლოო ვადა სამშაბათია. „ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ ისინი იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ. ირანში რეჟიმის სრული ცვლილება განხორციელდა. ახლა იქ მყოფი ადამიანები გაცილებით გონიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც პირველი და მეორე ფაზის დროს იყვნენ. ისინი, ვისთანაც ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, გაცილებით გონიერი ადამიანები არიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ამერიკელ ხალხს ომის დასრულება სურს და მას კი სურს, რომ ისინი „კმაყოფილები“ იყვნენ. „ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, ნავთობს დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით“, – განაცხადა ტრამპმა. The post “საბოლოო ვადა სამშაბათია”- ტრამპის ულტიმატუმი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →