სიახლე

“აფგან სადიგოვი როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან…” – ზაალ ანჯაფარიძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “აფგან სადიგოვი როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან…” – ზაალ ანჯაფარიძე აფგან სადიგოვის საქართველოდან დეპორტაციას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: “საქართველოში დროებით მცხოვრებ და ანტისამთავრობო აქციების აქტიურ მონაწილეს აზერბაიჯანელ ე.წ. “ჟურნალისტს” აფგან სადიგოვს, რომელიც როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლშვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით. ანუ თავადაც შეეძლო იქ წასულიყო. ისმის 2 კითხვა: რატომ არ […] “აფგან სადიგოვი როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან…” – ზაალ ანჯაფარიძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“აფგან სადიგოვი როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან…” – ზაალ ანჯაფარიძე

აფგან სადიგოვის საქართველოდან დეპორტაციას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

საქართველოში დროებით მცხოვრებ და ანტისამთავრობო აქციების აქტიურ მონაწილეს აზერბაიჯანელ ე.წ. “ჟურნალისტს” აფგან სადიგოვს, რომელიც როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლშვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით. ანუ თავადაც შეეძლო იქ წასულიყო.

ისმის 2 კითხვა: რატომ არ უერთდებოდა ამდენი ხანი ოჯახს? რა აჩერებდა საქართველოში? აი ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი.

ხმაშეწყობილი საჯარო მხარდაჭერით საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვისადმი, რომელიც ღიად შეურაცხყოფდა ჩვენს სახელმწიფოს, რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა ენჯეო პარტუჯრედმა, კიდევ ერთხელ გაიშიშვლეს თავი და აჩვენეს, რომ არიან უცხოური გავლენის აგენტები.

P.S. ცნობისთვის, სადიგოვი აზერბაიჯანშია, არავის დაუპატიმრებია და ნათესავების წრეშია. ასე რომ ხელოვნურად ატეხილი სკანდალი რომ ბაქოში გარდუვალი პატიმრობა ელოდა, საპნის ბუშტივით გასკდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“აფგან სადიგოვი როგორც იქნა გააძევეს საქართველოდან…” – ზაალ ანჯაფარიძე
პარალელი


მსგავსი