ხარება – კაცობრიობის ხსნის დასაბამი
7 აპრილს, თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას, იესო ქრისტეს შობდა. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“. ლუკას სახარების მიხედვით, ეს არის დღე, როდესაც გალილეის ქალაქ ნაზარეთში მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის ნებით ღვთისმშობელ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის გახდებოდა მაცხოვრის მშობელი. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად. ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს… The post ხარება – კაცობრიობის ხსნის დასაბამი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →