დამსაქმებლები დაჯარიმდებიან – რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ელი მაისიდან
დამსაქმებლებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე ფულადი სანქციები დაეკისრებათ. როგორც საპენსიო სააგენტო განმარტავს, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 1000 ლარით; ამასთან, აღნიშნული ქმედება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან. საპენსიო სააგენტოს ცნობით, არ ჯარიმდებიან პირები, რომლებიც შემოწმებამდე სრულად შეასრულებენ 2025 წლის მაისამდე პერიოდში წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებებს. ცნობისთვის, საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების შესრულების მონიტორინგს 2024 წლის 1-ელი ივნისიდან საპენსიო სააგენტო ახორციელებს. ამასთან, 2025 წლის 1-ელი მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას… The post დამსაქმებლები დაჯარიმდებიან – რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ელი მაისიდან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVA…
პირველწყარო →