ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება და ასევე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ბუდაპეშტში გამგზავრებამდე ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორბანთან შეხვედრაზე, როგორც აშშ-სა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ევროპასა და უკრაინასთან ურთიერთობების საკითხებს განიხილავს. “მოუთმენლად ველი ჩემს კარგ მეგობართან, ვიქტორთან შეხვედრას. ჩვენ აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს განვიხილავთ”, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. The post ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →