სიახლე

პეტერ მადიარი ჯეი დი ვენსის ვიზიტზე – უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს – უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება

News.ge

უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს. პეტერ მადიარი 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება – ის უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე […]

პირველწყარო →

უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.

პეტერ მადიარი 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ -ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება – ის უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება. დარჩენილია ხუთი დღე!“, – წერს მადიარი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს უნგრეთს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება და ასევე, ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.


მსგავსი