სიახლე

რას გთავაზობთ ევროპროდუქტი სააღდგომო სუფრისთვის?

Polux

საქართველოში სააღდგომო სუფრას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს დღესასწაული ოჯახთან ერთად გატარებულ დროსა და რელიგიურ რიტუალებთანაა დაკავშირებული. ასეთ ატმოსფეროს კი, სადღესასწაულო კერძებთან ერთად, სწორად შერჩეული ალკოჰოლი და ტკბილეული ქმნის. “ევროპროდუქტი” სასმლისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანიდან მომხმარებელს ამ დღისთვის განსაკუთრებულ ასორტიმენტს სთავაზობს. Bottega Bottega იტალიური ბრენდია, რომელიც ვენეციის რეგიონიდან მოდის, იმ ადგილიდან, საიდანაც პროსეკო. Bottega-ს ცქრიალა ბრუტი მისი ნეიტრალური გემოს, სიმსუბუქისა და ციტრუსის ნოტების წყალობით გადატვირთულ კერძებს განსაკუთრებით უხდება. ის მომხმარებლისთვის თავისი ოქროსფერი ბოთლით არის ცნობილი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. მომხმარებელს “ევროპროდუქტი” ღვინოსთან ერთად, Bottega-ს ლიქიორებსაც სთავაზობს. ამ იტალიური ბრენდის ლიმონჩელო სიმჟავითა და ციტრუსის ტონებით სუფრას უფრო მრავალფეროვანს ხდის. შოკოლადის ლიქიორი კი სააღდგომო ტკბილეულს უხდება. Scavi & Ray Scavi & Ray იტალიური ბრენდია,…

პირველწყარო →

საქართველოში სააღდგომო სუფრას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს დღესასწაული ოჯახთან ერთად გატარებულ დროსა და რელიგიურ რიტუალებთანაა დაკავშირებული. ასეთ ატმოსფეროს კი, სადღესასწაულო კერძებთან ერთად, სწორად შერჩეული ალკოჰოლი და ტკბილეული ქმნის. “ევროპროდუქტი” სასმლისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანიდან მომხმარებელს ამ დღისთვის განსაკუთრებულ ასორტიმენტს სთავაზობს. 

Bottega 

Bottega იტალიური ბრენდია, რომელიც ვენეციის რეგიონიდან მოდის, იმ ადგილიდან, საიდანაც პროსეკო.  

Bottega-ს ცქრიალა ბრუტი მისი ნეიტრალური გემოს, სიმსუბუქისა და ციტრუსის ნოტების წყალობით გადატვირთულ კერძებს განსაკუთრებით უხდება.  ის მომხმარებლისთვის თავისი ოქროსფერი ბოთლით არის ცნობილი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.  

მომხმარებელს “ევროპროდუქტი” ღვინოსთან ერთად, Bottega-ს ლიქიორებსაც სთავაზობს.  ამ იტალიური ბრენდის ლიმონჩელო სიმჟავითა და ციტრუსის ტონებით სუფრას უფრო მრავალფეროვანს ხდის. შოკოლადის ლიქიორი კი  სააღდგომო ტკბილეულს უხდება. 

Scavi & Ray

Scavi & Ray იტალიური ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე კარგად ნაცნობია. მათი ნახევრად მშრალი, თეთრი ცქრიალა ღვინო მისი ზომიერი სიტკბოთი სუფრის თითქმის ყველა კერძს ეხამება: ყველს, სალათსა თუ ტკბილეულს. 

„ევროპროდუქტში” Scavi & Ray-ს ლიმონჩელოს ორი ვარიანტის არჩევაა შესაძლებელი: კლასიკურის – ციტრუსის ნოტებით და კრემისებურის – უფრო ნაზი, რბილი გემოთი.

      როგორ შევარჩიოთ შოკოლადი?

ალკოჰოლური სასმელების არჩევის შემდეგ სააღდგომო სუფრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ელემენტზე – ტკბილეულზე საუბრის დროა. 

Balocco იტალიური საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც პიემონტის რეგიონში 1927 წელს დაარსდა. კლასიკური ტექნოლოგია და ტრადიციაა ის ორი მახასიათებელია, რომლებსაც ბრენდი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს. პანეტონე – იტალიური სადღესასწაულო ფუნთუშა – მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია, რომელიც ციტრუსის ნოტებით, მშრალი ხილითა და ნაზი, ბამბისებური ტექსტურით გამოირჩევა.  

Balocco-ს პანეტონე ტრადიციული ქართული სააღდგომო პასკისგან ოდნავ განსხვავდება. მისი სადღესასწაულო შეფუთვა კი საჩუქრადაც გამოდგება. სუფრაზე Balocco-ს პანეტონე ციტრუსის ნოტების მქონე სასმელს კარგად ეხამება. Bottega-ს ლიმონჩელო ან Scavi & Ray-ს ცქრიალა ამ კომბინაციას დაამშვენებს. თუ იტალიურ პანეტონესთან ერთად, სააღდგომო ტკბილეულის გამოცხობას თავადაც გადაწყვეტთ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტების, მათ შორის, Valio-ს კარაქის შეძენას სწორედ “ევროპროდუქტში” შეძლებთ. 

ტკბილეულზე საუბარი აქ არ მთავრდება. შოკოლადი, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის საყვარელი პროდუქტია, სუფრისთვისაც მნიშვნელოვანი ელემენტია. 

Reber ბავარიაში, Bad Reichenhall-ში შეიქმნა. ეს გერმანული საკონდიტრო სახლი Mozart Kugeln-ით, სფეროს ფორმის შოკოლადებით, არის ცნობილი. ის სამი ფენისგან შედგება: ფისტის მარციპანისგან, ტყის თხილის პრალინესა და შოკოლადის საფარისგან. ეს ერთი შეხედვით მარტივი კომბინაცია – სიმჟავე, სიტკბო, მომწარო გემო – ერთ პატარა ბურთულაშია მოთავსებული და იდეალურ გემოს ქმნის. 

Fazer ფინური ბრენდია, რომელიც 1891 წელს ჰელსინკში შვეიცარიული წარმოშობის კონდიტერმა დააარსა და სწორედ მის სახელს ატარებს. Karl Fazer-ის რძიანი შოკოლადი ლურჯ შეფუთვაში  ფინეთის ყველაზე ცნობილი სასურსათო პროდუქტია და ამ სტატუსს ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს. მისი ტექსტურა რბილია, გემო კი რძიანი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე შოკოლადის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით სწორედ ამ ბრენდის დამსახურებაა. 

Fazer-ის ასორტიმენტი მუქი შოკოლადის, სხვადასხვა შიგთავსის, ყვავილებისა და თხილეულის ვარიაციებს მოიცავს. 

Anthon Berg 1884 წელს კოპენჰაგენში დაარსდა. ბრენდი ყველაზე მეტად ლიქიორიანი შოკოლადებითაა ცნობილი.  

Anthon Berg-ის ყუთი ვიზუალურად დახვეწილია და სადღესასწაულო დღეების განმავლობაში საჩუქრად კარგი არჩევანია. 

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად, მხოლოდ ევროპროდუქტის  ქსელშია ხელმისაწვდომი. 

Ritter Sport გერმანული ბრენდია, შვარცვალდის რეგიონიდან. 1932 წელს ბრენდის თანადამფუძნებელმა, კლარა რიტერმა კვადრატული ფორმის შოკოლადი შექმნა, რათა მომხმარებელს ფილა სპორტული ქურთუკის ჯიბეში მარტივად მოეთავსებინა. ფორმა დღემდე უცვლელია, ასორტიმენტი კი გაიზარდა. სააღდგომო სუფრის მრავალფეროვნებისთვის Ritter Sport-ის სრული ასორტიმენტი განსხვავებული გემოვნების სტუმრების შემთხვევაში იდეალური არჩევანია. 

და ბოლოს, Vergani მილანური ბრენდია, რომელიც 1919 წელს დაარსდა. მათი ტორონე – ნუგა თხილეულით – დღემდე ჩრდილოეთ იტალიის საკონდიტრო ტრადიციის ნაწილად რჩება. 

ყველა ის პროდუქტი, რომლითაც თქვენი სააღდგომო სუფრა დაუვიწყარი გახდება “ევროპროდუქტის” მაღაზიათა ქსელში დაგხვდებათ.


მსგავსი