სიახლე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერიის თანამშრომელი დააკავეს

რეგიონალური სიახლეები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერის სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 ლარი მოითხოვა და აიღო. იგი თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ხოლო ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის...

პირველწყარო →

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერის სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 ლარი მოითხოვა და აიღო. იგი თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ხოლო ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსგავსი