ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა,ილია ჯალაღანიამ მოადგილეებთან ერთად რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
საბჭოს წევრებს წარედგინა მთისა და სტიქიის ფონდებიდან დასაფინანსებელი პროექტები, რომლებიც ერთხმად დამტკიცდა და მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რეგიონის 12-წლიანი განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული გეგმები.
სხდომაზე ყურადღება დაეთმო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ სამუშაოებსაც, ხოლო დასასრულს წარმოდგენილი იყო ინოვაციური პროექტი „ROBOTICS GRAND TOURNAMENT 2026“, რომელიც რეგიონში საერთაშორისო რობო-ჩემპიონატის ჩატარებას ისახავს მიზნად