სიახლე
თავდასხმების შედეგად რუსეთში უსტ-ლუგას ნავთობტერმინალი დაზიანდა
მედიაცენტრი
რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე უსტ-ლუგას ნავთობტერმინალი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „დადასტურდა კომპანია „ტრანსნეფტ-ბალტიკას“ კუთვნილი სამი საცავის ავზის დაზიანება. ეს ობიექტი რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტია, საიდანაც მიღებული შემოსავალი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გასაგრძელებლად გამოიყენება“, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე თქმით, ამ დროისთვის დაზიანების მასშტაბები ზუსტდება და უკრაინული ძალები რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გააგრძელებენ. The post თავდასხმების შედეგად რუსეთში უსტ-ლუგას ნავთობტერმინალი დაზიანდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.