სიახლე

ცეცხლის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში. ჰორმუზის სრუტის გახსნა – ცნობილია აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა

Alia

ტელეკომპანია BBC აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას ასაჯაროებს. გეგმა შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებს: 1. ცეცხლის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში; 2. ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის სრული და საბოლოო შეწყვეტა ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე; 3. რეგიონში ყველა მიმდინარე კონფლიქტის დასრულება; 4. ჰორმუზის სრუტის გახსნა; 5. ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობის პირობების […] The post ცეცხლის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში. ჰორმუზის სრუტის გახსნა – ცნობილია აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა appeared first on .

პირველწყარო →

ტელეკომპანია BBC აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას ასაჯაროებს.

გეგმა შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებს:

1. ცეცხლის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში;

2. ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის სრული და საბოლოო შეწყვეტა ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე;

3. რეგიონში ყველა მიმდინარე კონფლიქტის დასრულება;

4. ჰორმუზის სრუტის გახსნა;

5. ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობის პირობების შექმნა და პროტოკოლის გამოქვეყნება;

6. აღდგენისთვის საჭირო კომპენსაციის გადახდა ირანისთვის;

7. ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნის სრული მხარდაჭერა;

8. აშშ-ში გაყინული ირანული ფულისა და აქტივების გათავისუფლება;

9. ირანი იღებს სრულ პასუხისმგებლობას არ შექმნას ბირთვული იარაღი;

10. ზავი დაუყოვნებლივ შედის ძალაში ფრონტის ყველა მიმართულებაზე მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული პირობები დამტკიცდება.

The post ცეცხლის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში. ჰორმუზის სრუტის გახსნა – ცნობილია აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა appeared first on .


მსგავსი