სიახლე

პოლიციამ დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 2000 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანება მიაყენა – 1985 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა […] The post პოლიციამ დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 2000 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანება მიაყენა – 1985 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი