სიახლე

ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს

News.ge

7 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს რეზოლუციას ჰორმუზის სრუტის შესახებ. დოკუმენტი შეეხებოდა სრუტის გახსნას, რომელიც ირანისა და აშშ/ისრაელის დაპირისპირების გამო მეტწილად ჩაკეტილია. თუმცა, რუსეთმა და ჩინეთმა რეზოლუციას ვეტო დაადეს. რუსეთი და ჩინეთი აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან. კენჭისყრაში მონაწილე დანარჩენი ქვეყნებიდან ორმა – კოლუმბიამ და პაკისტანმა […]

პირველწყარო →

7 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს რეზოლუციას ჰორმუზის სრუტის შესახებ. დოკუმენტი შეეხებოდა სრუტის გახსნას, რომელიც ირანისა და /ისრაელის დაპირისპირების გამო მეტწილად ჩაკეტილია. თუმცა, რუსეთმა და ჩინეთმა რეზოლუციას ვეტო დაადეს.

და ჩინეთი აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან.

კენჭისყრაში მონაწილე დანარჩენი ქვეყნებიდან ორმა – კოლუმბიამ და პაკისტანმა თავი შეიკავეს. ეს უკანასკნელი ბოლო კვირებში აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. მოლაპარაკებების მთავარი საგანი სწორედ ჰორმუზის სრუტის გახსნაა.

დოკუმენტი არაბეთის ქვეყნებმა მოამზადეს: ბაჰრეინმა, იორდანიამ, ქუვეითმა, კატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. რეზოლუციის ტექსტში ეწერა, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სავაჭრო და კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში. დოკუმენტი მოუწოდებდა ირანს, შეეწყვიტა თავდასხმები სრუტეში მოძრავ ტანკერებზე.

რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილ ნებენზიამ განმარტა ვეტოს საფუძველი. მისი თქმით, რეზოლუცია წარმოაჩენდა, რომ რეგიონში დაძაბულობის ერთადერთი წყარო ირანია, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმებზე კი საუბარი არ არის. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის წარმომადგენელმა ფუ ქონგმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი კონფლიქტის მიზეზებს სრულყოფილად და დაბალანსებულად ვერ წარმოაჩენდა.

ვრცლად


მსგავსი