სიახლე
თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
მედიაცენტრი
ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1997 წელს დაბადებული ი.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. The post თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.