სიახლე

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

მედიაცენტრი

14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება – პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). The post როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი