ქართული ოცნების წევრი, არჩილ გორდულაძე, განმარტავს, რატომ იცვლება “გრანტების შესახებ კანონი”.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აქ შინაარსობრივად არც არაფერი იცვლება. მოქმედი რედაქციის მიხედვით საელჩოებზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გაცემული თანხები, რომლებიც მომდინარეობს მათსავე სახელმწიფოსგან და მიმართული არის საელჩოს ფუნქციონირებაზე, ეს არ ითვლებოდა გრანტად. გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედებს იერარქიულად უფრო მაღალი ვენის კონვენცია და, შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებას უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კანონს.
იმისათვის, რომ ზედმეტი სპეკულაციები არ მოჰყოლოდა საკითხს, ვინმეს არ ეთარგმნა, მაგალითად, რომ საქართველოს მთავრობასთან არის სავალდებულოდ შესათანხმებელი, თუ საელჩო თავისი სახელმწიფოსგან ოპერაციული ხარჯების დასაფარად და საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად თანხებს იღებს, შავით თეთრზე პირდაპირ კანონში იქნება ჩანაწერი და სპეკულაციები იქნება აბსოლუტურად მინიმუმამდე დასული.
რაც შეეხება იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ ეს წარმოდგენილი კანონპროექტი დაიხვეწოს, დამატება განხორციელდეს, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კუთხით, შინაარსის უცვლელად, რომ თუ საელჩო საკუთარი მიზნებისთვის იღებს თანხებს საკუთარი სახელმწიფოსგან, ეს არ ჩაითვლება, რა თქმა უნდა, გრანტად და, შესაბამისად, არც საქართველოს მთავრობასთან არ იქნება წარსადგენი გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად.
ამავდროულად, თუ, მაგალითად, საელჩო დააპირებს, რომ გრანტი გასცეს საქართველოს მოქალაქეზე ან ფიზიკურ პირზე, იურიდიულ პირზე, ეს კვლავაც საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას და არაერთი ფაქტია, როდესაც მიმართული იქნა საქართველოს მთავრობისათვის აღნიშნული გრანტის გაცემაზე და მიღებაზე თანხმობის მისაღებად განცხადებები და საქართველოს მთავრობასაც აღნიშნული საკითხი დაკმაყოფილებული აქვს, მაღალი პროცენტულობით, შეგვიძლია დავაზუსტოთ კიდეც” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
The post “ვინმეს რომ არ ეთარგმნა…” – რატომ დასჭირდა “გრანტების კანონს” ცვლილება – არჩილ გორდულაძე appeared first on .