სიახლე

“ბოლო წლების რობერტ სტურუა გახდა რუსეთისა და “ოცნების” მოძალადე რეჟიმის მოსამსახურე, ამორალური სამოქალაქო პოზიციით” – რომან გოცირიძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ბოლო წლების რობერტ სტურუა გახდა რუსეთისა და “ოცნების” მოძალადე რეჟიმის მოსამსახურე, ამორალური სამოქალაქო პოზიციით” – რომან გოცირიძე რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს – “ვეფხისტყაოსანი”, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, იყო უმწვავესი კრიტიკაც და მძიმე შეფასებებიც. თავის მხრივ შეფასებები გააკეთა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემაც: “არ არსებობს დედამიწაზე ნაწარმოები, ინტეგრალური პოეზია იქნება ეს, აი ისეთი, გალაკტიონი რომ ამბობს, ლურჯი მონტევიდეო თეთრი ხელთათმანებითო თუ გველს ხვრელიდან რომ ტკილად მოუბარი ენა ამოიყვანს, ვერ დაიდგას თეატრში თუ […] “ბოლო წლების რობერტ სტურუა გახდა რუსეთისა და “ოცნების” მოძალადე რეჟიმის მოსამსახურე, ამორალური სამოქალაქო პოზიციით” – რომან გოცირიძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ბოლო წლების რობერტ სტურუა გახდა რუსეთისა და “ოცნების” მოძალადე რეჟიმის მოსამსახურე, ამორალური სამოქალაქო პოზიციით” – რომან გოცირიძე

რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს – “ვეფხისტყაოსანი”, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, იყო უმწვავესი კრიტიკაც და მძიმე შეფასებებიც. თავის მხრივ შეფასებები გააკეთა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემაც:

არ არსებობს დედამიწაზე ნაწარმოები, ინტეგრალური პოეზია იქნება ეს, აი ისეთი, გალაკტიონი რომ ამბობს, ლურჯი მონტევიდეო თეთრი ხელთათმანებითო თუ გველს ხვრელიდან რომ ტკილად მოუბარი ენა ამოიყვანს, ვერ დაიდგას თეატრში თუ კინოში. რუსთაველი ხომ ძალიან მარტივია – ჩასვი ხელოვნური გველი სოროში, დაუკარი სალამურზე და ამოიყვანე ზემოთ. თუ ტექნიკა არა გაქვს, უხილავი ძუა ჩააბი და მოქაჩე.

ამ სპექტაკლმა იმიტომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, რომ იგი რობერტ სტურუამ დაადგა. ბოლო წლების რობერტ სტურუა გახდა რუსეთისა და “ოცნების” მოძალადე რეჟიმის მოსამსახურე, ამორალური სამოქალაქო პოზიციით. გენიალური რამე რომც დადგას, 50 წლის მერე თუ აღიარებენ.

ერთი რამ კი მოხდა სასიამოვნო: შოკში ჩააგდო მთელი საქოცეთი. ისეთი ტრავმა მიაყენა, დიპ სტეიტიც კი ვერ უზამდა, მართლა რომ არსებობდეს:))

დიდ საგონებელში არიან ჩავარდნილები ნანახით – ტრადიციულ ღირებულებათა მიმდევრები ვერ მიმხვდარან, რაც თინასა და ავთოს შორის სცენაზე ხდებოდა, ტრადიციული სექსი იყო თუ არატრადიციული. ან იყო კი საერთოდ?😅“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“ბოლო წლების რობერტ სტურუა გახდა რუსეთისა და “ოცნების” მოძალადე რეჟიმის მოსამსახურე, ამორალური სამოქალაქო პოზიციით” – რომან გოცირიძე
პარალელი


მსგავსი