დღეს, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ. ლიეტუვა პატივს მიაგებს იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავ იბრძვიან დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
Together with the people of
, on #Georgia’s Day of National Unity, we remember tragic events of 1989 and celebrate the restoration of Independence on April 9, 1991.
honors the courage and sacrifice of those who fought – and continue to fight – for a democratic and EU future. pic.twitter.com/UZiqvorq86
— Lithuania MFA
| #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) April 9, 2026
The post ლიეტუვის საგარეო უწყება 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.
, on
honors the courage and sacrifice of those who fought – and continue to fight – for a democratic and EU future.