სიახლე

ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” ლიდერის მდივანი

მედიაცენტრი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, გუშინ, ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად “ჰეზბოლას” ლიდერის, ნაიმ ქასემის მდივანი დაიღუპა. IDF-ის ცნობით, ალი იუსუფ ჰარში ბეირუთის ტალეტ ხაიათის უბანში, “ჰეზბოლას” დაჰიეს ციხესიმაგრის გარეთ განხორციელებული დარტყმის სამიზნე გახდა. კადრებში ჩანს, რომ დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. სამხედროების თქმით, ჰარში ქასემის ძმისშვილი და პირადი მდივანი იყო. ჰარში “ჰეზბოლას გენერალური” მდივნის, ნაიმ ქასემის ახლო თანამშრომელი და პირადი მრჩეველი იყო და ცენტრალურ როლს თამაშობდა მისი ოფისისა და უსაფრთხოების მართვაში,” – ნათქვამია განცხადებაში. The post ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” ლიდერის მდივანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი