სიახლე

რომის პაპი ლეო XIV აფრიკაში ტურნეს იწყებს

მედიაცენტრი

რომის პაპი ლეო XIV მომდევნო კვირაში აფრიკაში ტურნეს იწყებს და კონტინენტის ოთხ ქვეყანას ესტუმრება. როგორც ცნობილია, ათი დღის განმავლობაში, პაპი თითქმის 18 000 კმ-ს გაივლის, რათა ალჟირის, კამერუნის, ანგოლასა და ეკვატორული გვინეის 11 ქალაქს ეწვიოს. როგორც „როიტერი“ წერს, პაპის მიზანია, მსოფლიო ლიდერებს აფრიკის კონტინენტის დახმარებისკენ მოუწოდოს. „აფრიკაში გამგზავრებით პაპი აჩვენებს, რომ აფრიკა მნიშვნელოვანია. ლეოს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ აფრიკა არ უნდა დაივიწყონ ქვეყნებმა და ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ საზრუნავში არიან ჩაფლულნი“,- განუცხადა ვატიკანის მაღალჩინოსანმა და ლეოს ახლო მრჩეველმა კარდინალმა მაიკლ ჩერნიმ „როიტერს“ რომის პაპები აფრიკის კონტინენტზე ტურნეებს 1960-იანი წლების ბოლოდან ატარებენ. The post რომის პაპი ლეო XIV აფრიკაში ტურნეს იწყებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი