ანდრია ჯაღმაიძე პატიმრების გათავისუფლებაზე – „არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბრები ამაზე“
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების წინაშე პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ადამიანური ამბავია, რომ „პატიმრებს რამენაირად გამოესარჩლონ“. „არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბრები ამაზე. ახლა უბრალოდ გესმით, ასეთი დღეებია. წინ გვაქვს სინოდი ჩასატარებელი, გვაქვს გაფართოებული კრება ჩასატარებელი, ამიტომ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას, ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც. შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება ერთი… The post ანდრია ჯაღმაიძე პატიმრების გათავისუფლებაზე – „არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბრები ამაზე“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →