სიახლე

„ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს“ – ნეთანიაჰუ

მედიაცენტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს, „სადაც საჭირო იქნება“. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის „გზავნილი ნათელია: ყველა, ვინც ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იმოქმედებს, ჩვენი სამიზნე გახდება“. „ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს, სადაც საჭირო იქნება, იქამდე, სანამ ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრულ უსაფრთხოებას არ აღვადგენთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერის, ნაიმ ქასემის პირადი მდივანი და ძმისშვილი ალი იუსუფ ჰარში. The post „ჩვენ გავაგრძელებთ „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს“ – ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი