მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 9 აპრილის ტრაგედიისა და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921–1991 წწ.) დაკავშირებულ მასალებს – დოკუმენტებს, ნივთიერ მტკიცებულებებს, დაკითხვის ოქმებს, ფოტომასალასა და სხვადასხვა ინსტალაციას.
ღონისძიებისას ყურადღება გამახვილდა 9 აპრილის ტრაგედიაზე – 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც საბჭოთა არმიამ, გენერალ ი. როდიონოვის ხელმძღვანელობით, სასტიკად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში.
ასევე აღინიშნა, რომ სწორედ ამ ტრაგიკული მოვლენიდან ორი წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს – საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.