“მოჯთაბა ხამენეი სრულიად ჯანმრთელია და ყველაფერს აკონტროლებს” – ირანის საგარეო
“მოჯთაბა ხამენეი კარგადაა, სრულიად ჯანმრთელია, იმყოფება საკუთარ კაბინეტში და ფაქტობრივად ყველაფერს აკონტროლებს”, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საიდ ხატიბზადემ გნაცხადა. მანამდე, ორი დღის წინ გამოცემა The Times-მა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია, მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია. უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ, მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა. აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად მოჯთაბა ხამენეიც დაშავდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურეს ირანელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმაც. The post “მოჯთაბა ხამენეი სრულიად ჯანმრთელია და ყველაფერს აკონტროლებს” – ირანის საგარეო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →