სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით აღდგომის დღეებში
8 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია აღდგომის დღეებში.
მარტი ლარის საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, 1 კვირის შემდეგ კი ახალ ნიშნულზე დასტაბილურება რყევების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში საგრძნობი გამყარებაც მოხდა. აპრილი რყევებით დაიწყო, რაც ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში საგრძნობი იყო.
აშშ დოლართან მიმართებაში, მარტის პირველ კვირაში სახეზე იყო ლარის საგრძნობი გაუფასურება, რაც შემდეგ, მცირე რყევებით, ასე ვთქვათ, დინამიური გამყარების ეტაპზე გადავიდა და აპრილშიც გრძელდება. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
7 აპრილი – 2.6975;
8 აპრილი – 2.6970.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი აღდგომის დღეებში 2.6965 ლარი ეღირება.
მარტი, ევროსთან მიმართებაში, გაუფასურებით დაიწყო, რაც თვის შუა რიცხვებისკენ მიახლოებისას გამყარებით შეიცვალა და შემდეგ ახალ ნიშნულზე ზომიერი რყევებით დასტაბილურდა, თვის ბოლოსკენ ლარი კიდევ უფრო გამყარდა, აპრილი კი რყევებით დაიწყო და ეს საკმაოდ საგრძნობი იყო. კერძოდ ბოლო 3 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
7 აპრილი – 3.1140;
8 აპრილი – 3.1153.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზე განსაკუთრებით საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0366 ლარით და აღდგომის დღეებში 1 ევრო 3.1519 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის საგრძნობი დინამიური რყევები, რიგ შემთხვევაში, ბოლო ვაჭრობაზე კი განსაკუთრებით საგრძნობლად გაუფასურებით და ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება აღდგომის დღეებში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6238 ლარი (გაუფასურდა 0.0527 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0606 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6213 (გაუფასურდა 0.0018 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5865 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1559 ლარი (გამყარდა 0.0080 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4198 ლარი (გაუფასურდა 0.0481 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9482 ლარი (გაუფასურდა 0.0189 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.9126 ლარი (გაუფასურდა 0.0121 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.7449 ლარი (გაუფასურდა 0.1650 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7021 ლარი (გაუფასურდა 0.0139 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0205 ლარი (უცვლელად დარჩა)
მარტი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად ლარის სტაბილური გამყარებით დაიწყო, შემდეგ კი სახეზე იყო რყევები, რაც ლარის გაუფასურებაში გადავიდა და გაგრძელდა აპრილშიც. ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
7 აპრილი – 3.4222;
8 აპრილი – 3.4211.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0110 ლარით და აღდგომის დღეებში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4321 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით აღდგომის დღეებში
პარალელი