სიახლე

აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა

მედიაცენტრი

დღეს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში უკვე ჩავიდა. ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან. ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დელეგაცია 71 ადამიანისგან შედგება, ხოლო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც. CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები როგორც არაპირდაპირ, ისე პირდაპირ ფორმატებში გაიმართება. The post აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი